Added to cart There are not enough items in stock Added to favorites Already added to favorites
20.12.2024

როგორ მოვემზადოთ ზამთრის არდადეგებისთვის: რჩევები და საჭირო ნივთების სია

როგორ მოვემზადოთ ზამთრის არდადეგებისთვის: რჩევები და საჭირო ნივთების სია

როგორ მოვემზადოთ ზამთრის არდადეგებისთვის: რჩევები და საჭირო ნივთების სია

ზამთარი საქართველოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი სეზონია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური შესაძლებლობებითა და ჯადოსნური ატმოსფეროთი იზიდავს. თოვლით დაფარული მთები, პოპულარული კურორტები, ეროვნულ პარკებში ლაშქრობისა და თხილამურებით სრიალის შესაძლებლობა ქმნის დასვენების მრავალფეროვან არჩევანს და ათი ათასობით სტუმარს იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამ ყველაფერს ემატება ქართული ტრადიციული კერძები და სტუმართმოყვარეობა, რაც ზამთრის არდადეგებს დაუვიწყარს ხდის.

საქართველოს გამოარჩევს რამდენიმე განსაკუთრებული ზამთრის სამთო და სათხილამურო კურორტი: გუდაური, ყაზბეგი, მესტიაბახმარო, ბაკურიანი და გოდერძი, რომლებიც ტურისტებისთვის მრავალფეროვან სერვისს და თავგადასავლებს გვთავაზობენ. როგორ მოვემზადოთ სწორად და დავგეგმოთ ჩვენი იდეალური დასვენება, რომ თითოეული დღე დაუვიწყარი იყოს ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის – წარმატებული და სასიამოვნო დასვენების გასაღები სწორად დაგეგმვასა და საჭირო ნივთების წინასწარ შერჩევაშია. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ყველაფრის ორგანიზებაში.

აუცილებელი ნივთების სია ზამთრის არდადეგებისთვის:

1. თბილი ტანსაცმელი:

  • ზამთრის ამინდში ყველაზე მნიშვნელოვანია თბილი და ფუნქციური ტანსაცმელი. წინასწარ და სწორად შერჩეული სამოსი საშუალებას მოგცემთ მარტივად მოერგოთ ამინდის ცვლილებებს. მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ მაღალ მთაში ამინდი სწრაფად იცვლება, ამიტომ, უმჯობესია წინასწარ შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი, რათა სწორად იყოთ მომზადებული სხვადასხვა პირობებისთვის. ასევე, კარგია თუ გექნებათ მოქნილი გეგმა და რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემთხვევაში გაითვალისწინებთ, როგორც ზამთრის აქტივობებს, ასევე ალტერნატიულ გართობის საშუალებებს.
  • წყალგაუმტარი და თბილი ფეხსაცმელი:

თბილი და უსაფრთხო ფეხსაცმელი აუცილებელია, როგორც თოვლიან გარემოში სეირნობისთვის, ისე სათხილამურო აქტივობებისთვის.

2. სპორტული აღჭურვილობა:

თუ გეგმავთ ზამთრის სპორტით დაკავებას, იზრუნეთ სათანადო აღჭურვილობაზე ან დაგეგმეთ მისი ქირაობა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო ან სამთო კურორტებზე დასვენების დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკვანძო რჩევა, რომელიც თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
საუკეთესო სეზონი თითოეული კურორტისთვის განსხვავებულია: მაგალითად, ყაზბეგსა და გუდაურში სეზონი დეკემბრის პირველ ნახევარში იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში თოვლის საფარის სიმაღლე საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია ყველა სახის სათხილამურო სპორტისთვის. იანვარ - თებერვალი იდეალური პერიოდია კურორტზე დასასვენებლად, თოვლის საფარი ამ დროის მონაკვეთში სტაბილურია და კლიმატური პირობებიც ოპტიმალური, თუ ამ პერიოდში გსურთ ვიზიტი, საჭიროა თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, რადგან სეზონზე ტურისტების რაოდენობა ძალიან მაღალია.

უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სათანადო აღჭურვილობის ქონა: სათხილამურო ჩაფხუტი, სათვალე, წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ხელთათმანები. ყველა კურორტზე ფუნქციონირებს აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები, თუმცა პიკურ სეზონზე წინასწარი დაჯავშნა რეკომენდებულია.

მთაში უსაფრთხოებისთვის აუცილებელია პროფესიონალი გიდის ან ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დამწყებთათვის და იმ მოთხილამურეებისთვის, რომლებიც ახლად იდგამენ ფეხს ამ სპორტის სახეობაში, ან მოყვარულები არიან.

3. პირველადი დახმარების საშუალებები:
სამედიცინო ჩანთა, რომელშიც იქნება სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კანის დამცავი ულტრაიისფერი სხივებისგან და სხვა საჭირო პრეპარატები, აუცილებელია ნებისმიერი მოგზაურობის დროს.

4. ელექტროტექნიკა და დამტენები:
მოამზადეთ და წინასწარ დამუხტეთ მობილური ტელეფონი, კამერა, პორტატული დამტენები და სხვა საჭირო ტექნიკა, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული, ორგანიზებული იყოს და თავგადასავლებით აღსავსე მომენტები დროულად აღბეჭდოთ.

რჩევები დასვენების უკეთ დაგეგმვისთვის:

  • დაგეგმე საცხოვრებელი:
    როდესაც ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს კურორტებზე, ხშირია მის ახლომდებარე სოფლებში ან რაიონულ ცენტრებში განთავსება, ამის მიზეზი კი ბოლო წლებში საქართველოში  კომფორტული და კარგად აღჭურვილი კოტეჯების რაოდენობის სიმრავლეა.
  • თუ გეზს ყაზბეგისკენ აიღებთ, სოფელ გარბანში, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, მყუდრო და თანამედროვე კოტეჯი „გრანდ ყაზბეგი“ გიმასპინძლებთ. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მეტრზე და რაიონული ცენტრიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში. ზამთრის სეზონზე „გრანდ ყაზბეგის“ შემოგარენი განსაკუთრებით შთამბეჭდავია: თოვლით დაფარული მთები, სუფთა, ცივი ჰაერი და სიმყუდროვე  ქმნის იდეალურ ატმოსფეროს, სადაც ყოველდღიურობისგან სრულად გათავისუფლდებით, რაც მთავარია - ახლად გახსნილი კობი-გუდაურის საბაგირო, რომელიც კოტეჯებთან მხოლოდ 9 კილომეტრში მდებარეობს, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის – 20 წუთში გუდაურში მოხვდეთ და ისიამოვნოთ მსოფლიო დონის სათხილამურო ტრასებით, ხოლო დასვენებისთვის მშვიდი და მყუდრო გარემო ყაზბეგში შეინარჩუნოთ.
  • წინასწარ დაგეგმეთ აქტივობები:
    თუ უკვე გაქვთ მოფიქრებული აქტივობები, ეს შესანიშნავია! თუმცა, კოტეჯის მასპინძლებს შეუძლიათ იდეალური მეგზურობა გაგიწიონ და შემოგთავაზონ თქვენი სურვილებისა და საჭიროებებისთვის მორგებული სხვადასხვა სერვისი. კოტეჯში ყოფნისას შეგიძლიათ დატკბეთ არა მხოლოდ სიჩუმით და მყუდროებით, არამედ მონაწილეობა მიიღოთ სათხილამურო ტურებში, ლაშქრობებში, ან თუნდაც გაინებივროთ თავი კულინარიული მასტერკლასებით, რომლებიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
  • თუ ყაზბეგში ცხოვრებაზე, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე მეტის გაგება გსურთ, ყაზბეგის ისტორიულ მუზეუმს უნდა ესტუმროთ, რომელიც ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალურ სახლშია განთავსებული. აქ შეგიძლია არა მარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებიც დაათვალიეროთ.

რატომ უნდა აირჩიოთ ზამთრის არდადეგები საქართველოში?

ზამთარი საქართველოში უნიკალური შესაძლებლობაა, დატკბეთ ბუნების სილამაზით, აქტიურად დასვენებით,  ავთენტური ქართული სტუმართმოყვარეობით, ევროპული სტანდარტების მქონდე სამთო-სათხილამურო კურორტებით,  აქ თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ თოვლიანი ადგილების მონახულებას, არამედ ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობას. დაგეგმეთ თქვენი დასვენება ახლავე და მიიღეთ საუკეთესო გამოცდილება საქართველოს ზამთრის ჯადოსნურ გარემოში!

 

ავტორი: ხატია ლობჯანიძე