კონფიდენციალობა
ვებგვერდის მოხმარების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს შპს "ექსიტარის" (ს/კ 405695083) ვებსაიტის - www.excitar.ge გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში - ვებსაიტის წესები და პირობები). მოცემული გვერდი ასახავს თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების წესებს, მონაცემთა უსაფრთხოებას და პროდუქტების განთავსებისა და შეძენის პირობებს. ვებსაიტზე დარეგისტრირებით, მმართველი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების გამოყენებით, ან ველის „ვეთანხმები პირობებს“ (ან სხვა მსგავსი ფორმულირების) მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ სრულად და უპირობოდ დაიცვათ ეს წესები და პირობები.
მოცემული წესები და პირობები იურიდიულად სავალდებულოა თქვენსა და ექსიტარს შორის ურთიერთობის ფარგლებში და განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გთხოვთ, ასევე იხილოთ ჩვენი პოლიტიკა “არასწორად მიღებული ნივთისა ან/და ქარხნული წუნის გამოსწორების შესახებ”.
კონფიდენციალურობისა და არასწორად მიღებული ნივთის ან/და ქარხნული წუნის გამოსწორების შესახებ პოლიტიკა არის წინამდებარე პირობებისა და თქვენსა და ექსიტარის შორის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი, რომელსაც აქვს იგივე იურიდიული ძალა.
1. ტერმინთა განმარტება
ვებგვერდი: შპს “ექსიტარის“ (ს/კ 405695083) ვებგვერდი - www.excitar.ge.
მმართველი კომპანია: კომპანია, რომელიც ოპერირებს და მართავს ვებსაიტს.
მომხმარებელი: ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს წვდომა და იყენებს ვებგვვერდს.
პროდუქტი: ვებსაიტზე გასაყიდად შემოთავაზებული ნებისმიერი სუნამო, ან პროდუქტი.
შეკვეთა: მომხმარებლის მოთხოვნა, შეიძინოს პროდუქტი ვებგვერდიდან.
2. ზოგადი პირობები
2.1. ვებგვერდი მოწოდებულია მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის.
2.2. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი რაიმე უკანონო ან არაავტორიზებული მიზნებისთვის.
2.3. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე.
2.4. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა აქტივობაზე, რომელიც ხდება თქვენი ანგარიშის ქვეშ.
2.5. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თქვენი ანგარიშის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენების, ან უსაფრთხოების სხვა დარღვევის შესახებ.
3. მმართველი კომპანიის უფლება-მოვალეობები
3.1. მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ვებგვერდი და მისი შინაარსი ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.2. მმართველი კომპანია იღებს გონივრულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
3.3. მმართველი კომპანია ასრულებს ყველა დადასტურებულ შეკვეთას წინამდებარე პირობებით.
3.4. მმართველი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისებს.
4. რეგისტრაციის/ვებსაიტის ავტორიზაციის წესები
4.1. ვებგვერდი გარკვეულ მახასიათებლებზე წვდომისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ ანგარიშის შექმნა.
4.2. თქვენ აცხადებთ თანხმობას, მიაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია რეგისტრაციის დროს.
4.3. თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის ინფორმაციის სიზუსტეზე.
5. პროდუქციის ყიდვა
5.1. პროდუქტის შესაძენად, თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 16 წლის.
5.2. პროდუქტის ფასი ნაჩვენებია ვებსაიტზე.
5.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ფასები, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
5.4. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენი შეკვეთები ვებსაიტზე არსებული მეთოდების გამოყენებით.
5.5. ჩვენ დავადასტურებთ თქვენს შეკვეთას ელექტრონული ფოსტით.
5.6. კომპანია შეძენილ პროდუქტს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე გადმოგცემთ, რომელიც შეკვეთის დროს მიუთითეთ.
5.7. თქვენ ხართ პასუხისმგებელი შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდასა და მიწოდების ხარჯებზე.
6. არასრულწლოვნის მიერ ვებგვერდის გამოყენება
6.1. ვებგვერდი და მისი შინაარსი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის.
6.2. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 16 წლამდე პირებისგან.
7. ინტელექტუალური საკუთრება
7.1. მოცემულ ვებგვერდზე განთავსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, ტექსტით, სურათებით, გრაფიკული ნამუშევრები, ლოგოებით, დიზაინი, არის შპს ექსიტარის ინტელექტუალური საკუთრება და დაცულია საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
7.1.1. ეს ნიშნავს, რომ შპს „ექსიტარი“ ფლობს ექსკლუზიურ უფლებებს:
-
გაამრავლოს ინფორმაცია
-
გაავრცელოს ასლები
-
საჯაროდ განთავსოს ინფორმაცია
-
ნებართვა გასცეს გამოყენებაზე
7.2. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, თქვენ არ შეგიძლიათ დააკოპიროთ, გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადასცეთ, გამოაქვეყნოთ, ან შექმნათ ნამუშევრები ამ ვებსაიტზე ნაპოვნი ნებისმიერი შინაარსისგან, შპს „ექსიტარის“ წერილობითი ნებართვის გარეშე.
7.3. გამონაკლისები:
-
თქვენ გაქვთ უფლება დაბეჭდოთ, ან ჩამოტვირთოთ ვებგვერდის შინაარსის ასლები მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის.
-
თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ვებგვერდის შინაარსი ვებსაიტზე განთავსებული სოციალური მედიის ბმულების საშუალებით.
8. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
8.1. Შპს “ექსიტარის” პროდუქტების ინგრედიენტების სია პერიოდულად განახლებადია. ექსიტარის პროდუქტის გამოყენებამდე, გთხოვთ, წაიკითხოთ ინგრედიენტების სია თქვენი პროდუქტის შეფუთვაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ინგრედიენტები თქვენი პირადი გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
8.2. სუნამოს ინგრედიენტების სია
ინგრედიენტები: დენატურირებული ალკოჰოლი, აკვა (წყალი), პარფიუმი (სურნელი), ლიმონენი, ჰიდროქსიციტრონელალი, ლინალოოლი, ციტრალი, ბენზილის სალიცილატი, კუმარინი, ევგენოლი, ალფა იზომეთილ იონონი, გერანიოლი, ამილ ცინამალი, ევერნია პრუნაზოლი , ბუტილირებული ჰიდროსიტოლუენი , ბენზილის სპირტი, ფარნესოლი.
9. სხვა პირობები
9.1. მოცემული წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და ჩვენს შორის ვებსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
9.2. კომპანიას აქვს წესებსა და პირობებში ცვლიბებების შეტანის უფლება. ნებისმიერი სახის ცვლილება განხორციელდება ვებსაიტზე ახალი წესებისა და პირობების გამოქვეყნებით.
9.3. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით და არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებთან.
9.4. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება, ან დაკავშირებულია წინამდებარე წესებთან და პირობებთან, გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.