დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
26.12.2024

ზამთრის ზღაპარი ყაზბეგში

ზამთრის ზღაპარი ყაზბეგში

ყაზბეგი ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის. ეს უნიკალური ადგილი ბუნების საოცრებებსა და კულტურულ მრავალფეროვნებას აერთიანებს, რაც მას განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ტურიზმის მზარდმა ინტერესმა რეგიონში მრავალფეროვანი სასტუმროები და კოტეჯები გააჩინა, რომელთა შორის არის  Grand Mountain Cottages - გრანდ ყაზბეგი , რომელიც  გამორჩეული შეთავაზებებითა და მყუდრო გარემოთი იპყრობს სტუმრების გულს.

„გრანდ ყაზბეგის“ მასპინძელმა გიორგი გუჯარაიძემ გაგვიზიარა, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი სწორედ ამ კოტეჯებზე და როგორ ქმნიან ისინი სტუმრებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას.

 

რა გამოარჩევს „გრანდ ყაზბეგს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა კოტეჯებისა და სასტუმროებისგან?

ჩვენი კოტეჯები გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნის. აქედან იშლება გრანდიოზული პანორამული ხედები. სტუმრებს ვთავაზობთ იზოლირებულ დიდ ეზოს, პირად ტერასებს და აივნებს, რაც სრული სიმშვიდის და ჰარმონიის გარანტია თითოეული სტუმრისთვის.

როგორ ცდილობთ თქვენი სასტუმროს სერვისების მუდმივ განვითარებას და სტუმრების მოლოდინების გამართლებას?

სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის ტურის დაგეგმვას, გიდის მომსახურებას, თხილამურების ქირაობას, ველოსიპედებით გასეირნებას და სალაშქრო აღჭურვილობის გაქირავებას. ასევე, გვაქვს ადგილზე დამზადებული ღვინო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტრანსფერი საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით.

რა აქტივობებს სთავაზობთ სტუმრებს, რომლებიც პირველად ჩამოდიან ყაზბეგში?

ჩვენთვის თითოეული სტუმრის განწყობა და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ვცდილობთ სტანდარტულ სერვისებთან ერთად შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური სერვისებიც, ასევე როგორც წინა კითხვაში მოგახსენეთ, სტუმრებს ვთავაზობთ ველო - ტურებს, ადგილობრივ სამზარეულოს მასტერკლასებს, ჯიპ ტურებსა და სახლში დამზადებულ ღვინოს. ჩვენს კოტეჯში დამსვენებლებს აქვთ სპეციალური შეთავზება ყაზბეგში არსებულ სერვისებზე. ზიპლაინი, კვადრო ტურები, პარაგლაიდინგი და ა.შ.

რას სთავაზობთ და გეგმავთ თუ არა კულინარიული მიმართულებით განვითარებას, რათა სტუმრების შთაბეჭდილებები განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყოს?

გემოვნების რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში, სწორედ ამიტომ „გრანდ ყაზბეგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კულინარიული გამოცდილების გამორჩეულობას. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ მთის უნიკალური კერძების მასტერკლასებს, რომელშიც ადგილობრივი მზარეულები აცოცხლებენ ტრადიციულ რეცეპტებს. სტუმრებს შეუძლიათ უშუალოდ ჩაერთონ მომზადების პროცესში, დააგემოვნონ ადგილობრივი ინგრედიენტებით შექმნილი კერძები და განიცადონ რეგიონის კულინარიული კულტურის თავისებურება. ეს ინოვაციური მიდგომა ქმნის დასამახსოვრებელ და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს, რაც კოტეჯის სტუმრებისთვის აუცილებლად დაუვიწყარი გამოცდილება ხდება.

რას გვეტყვით გარემოსდაცვით ინიციატივებზე – როგორ ახერხებთ მდგრადი ტურიზმის პრინციპების დაცვას?

„გრანდ ყაზბეგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი ტურიზმის პრინციპების დაცვას და გარემოსდაცვით ინიციატივების დანერგვას. ჩვენი კოტეჯები სრულად ფუნქციონირებს მზის ენერგიაზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება და განვახორციელოთ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკები.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის სტატუსის ქონაა, რის გამოც ყოველწლიურად ვატარებთ გამწვანების აქტივობებს კოტეჯების ეზოებში. ამასთანავე, აქტიურად ვუწყობთ ხელს გარემოსდაცვით კამპანიებს, რომლებიც გამონაბოლქვის შემცირებას და ნარჩენების მდგრად მენეჯმენტს ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ არამხოლოდ ჩვენი გარემოს გაუმჯობესებას, არამედ ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობით მწვანე ინიციატივების ხელშეწყობას. ეს ყველაფერი ქმნის მოდელს, რომელიც მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მაგალითს აძლევს რეგიონს.

როგორ უყვებით თქვენს სტუმრებს ყაზბეგის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებზე?

„გრანდ ყაზბეგში“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი რეგიონის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას. თითოეული სტუმრისთვის ხელმისაწვდომია დეტალური ადგილობრივი რუკები, რომელთა დახმარებითაც მათ შეუძლიათ თავად აღმოაჩინონ ყაზბეგის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

ამასთანავე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რაც უზრუნველყოფს იმაზე მეტ ინფორმაციას და სერვისს, ვიდრე მხოლოდ რუკების ან ინფორმაციული მასალების გადაცემა. თითოეულ დაინტერესებულ სტუმარს ვთავაზობთ სპეციალურ სახელმძღვანელო გზამკვლევებს, რომლებიც მოიცავს ადგილობრივ ტრადიციებს, ისტორიას და კულტურულ აქტივობებს.

ეს ინიციატივები ჩვენი სტუმრების გამოცდილების გამდიდრებას ემსახურება და მათ საშუალებას აძლევს, ყაზბეგის მრავალფეროვანი მემკვიდრეობა უკეთ შეიგრძნონ და გაიცნონ.

რა განსაკუთრებული შეთავაზებები გაქვთ ახალ წელს?

ჩვენი კოტეჯების სტუმრებს ელოდებათ ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა,  ადგილობრივი კერძებითა და სადღესასწაულო ატმოსფეროთი.

განსაკუთრებული შეთავაზებების ფარგლებში, სტუმრებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ გუდაურის საბაგირო გზების მიმართულებით ტაქსის მომსახურებით 50%-იანი ფასდაკლებით, რაც კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ შეღავათიან პირობებს სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობისას, რათა მათ აქტიური დასვენების სრულფასოვანი გამოცდილება მიიღონ.

„გრანდ ყაზბეგი“ მზად არის, ახალი წლის დღეები თითოეული სტუმრისთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული გახადოს.

როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ყაზბეგის ლოკაცია თქვენი სასტუმროს წარმატებაში?

ყაზბეგის ლოკაციას ჩვენი კოტეჯების წარმატებაში გადამწყვეტი როლი აქვს. ეს რეგიონი, თავისი უნიკალური ბუნებრივი სილამაზით, ისტორიული მემკვიდრეობითა და ტურისტული აქტივობების მრავალფეროვნებით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოგზაურებისთვის.

ყაზბეგი, როგორც ბრენდი, გამოირჩევა თავისი მაღალი ცნობადობით და დამსვენებლების ფართო ინტერესით. ჩვენი კოტეჯები სარგებლობენ ამ უპირატესობით, რადგან ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, იდეალური დასვენება მოიწყონ არა მხოლოდ ჩვენი სერვისებით, არამედ მთელი რეგიონის განსაკუთრებული გარემოთი.

ყაზბეგის პოპულარობა მუდმივად იზრდება, რაც ჩვენი ბიზნესისთვის დამატებით პლატფორმას ქმნის, რათა უფრო მეტ სტუმარს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

და ბოლოს, რას ეტყოდით სტუმრებს, რომლებიც ყაზბეგში ზამთრის პერიოდში აქტიურ დასვენებას გეგმავენ?

სტუმრებს, რომლებიც ყაზბეგში ზამთრის პერიოდში აქტიურ დასვენებას გეგმავენ, ვეტყვით, რომ ეს ადგილი იდეალური არჩევანია. ახლად გახსნილი კობი-გუდაურის საბაგირო, რომელიც ჩვენს კოტეჯებთან მხოლოდ 9 კილომეტრში მდებარეობს, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის – 20 წუთში გუდაურში მოხვდეთ და ისიამოვნოთ მსოფლიო დონის სათხილამურო ტრასებით, ხოლო დასვენებისთვის მშვიდი და მყუდრო გარემო ყაზბეგში შეინარჩუნოთ.

გარდა ამისა, აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ჩვენ ვთავაზობთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა free riding-ისა და ski tour-ის ორგანიზება გამოცდილი გიდების დახმარებით. მათ, ვისაც ბუნებრივი ყინულის საოცრებები იზიდავს, შეუძლიათ მიიღონ ყინულზე ცოცვის ან უბრალოდ გაყინული ჩანჩქერების მონახულების დაუვიწყარი გამოცდილება.

ყაზბეგი ზამთარში არ არის მხოლოდ თოვლი და მთები – აქ გელით თავგადასავლებით სავსე აქტივობები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!

 

რუბრიკის ავტორი - ხატია ლობჯანიძე